ოსტერსუნდში ქალებში 15კმ-ზე ინდივიდუალური რბოლა ჟუსტინ ბრეზამ მოიგო | ბიატლონი
ოსტერსუნდში ქალებში 15კმ-ზე ინდივიდუალური რბოლა ჟუსტინ ბრეზამ მოიგო | ბიატლონი

შვედურ ქალაქ ოსტერსუნდში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე ბიატლონში ქალებში 15კმ-ზე ინდივიდუალური რბოლა გაიმართა, რომელიც ფრანგი ჟუსტინ ბრეზას გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე უკრაინელი იულია ჯიმა გავიდა, მესამე ადგილი კი ფრანგმა ჯულია სიმონმა დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სასტარტო ეტაპის სპრინტის (კაცებში) 10კმ-ზე გამარჯვებული იოჰანეს ბო გახდა, ხოლო სპრინტში ქალებს შორის 7.5კმ-ზე ოქროს მედალი იტალიელმა დოროტეა ვირერმა მოიპოვა.

ხვალ ოსტერსუნდში ესტაფეტა მამაკაცებში 4*7.5კმ-ზე გაიმართება.