ოსტერსუნდში ესტაფეტა ქალებში 4*6კმ-ზე ნორვეგიამ მოიგო | ბიატლონი
ოსტერსუნდში ესტაფეტა ქალებში 4*6კმ-ზე ნორვეგიამ მოიგო | ბიატლონი

ოსტერსუნდში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე დასკვნითი რბოლა ბიატლონში (ესტაფეტა ქალებში 4*6კმ-ზე) გაიმართა.

რბოლა ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ ნორვეგიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე ყველასთვის მოულოდნელად შვეიცარიის ეროვნული გუნდი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი მასპინძლებმა მოიპოვეს. 2019-2020 წლების სეზონის მსოფლიო თასის პირველი ეტაპის შემდეგ, საერთო ჩათვლას კაცებში მარტენ ფურკადი, ხოლო ქალებისას დოროტეა ვირერი ლიდერობს. კაცების საერთო ჩათვლის სამეული ასე გამოიყურება:

მარტენ ფურკადი (საფრანგეთი) 100 ქულა,ტარი ბო (ნორვეგია) 92,იოჯანეს ბო (ნორვეგია) 91. ქალები:დოროტეა ვირერი (იტალია) 96 ,მარკეტა დავიდოვა 78 (ჩეხეთი),მარტა ოლსბუ-როსელანდი (ნორვეგია) 76. მსოფლიო თასის მეორე ეტაპს 13-16 დეკემბერს ჰოხფილცენი (ავსტრია) უმასპინძლებს.