ოსტერსუნდში ესტაფეტა კაცებში 4*7.5კმ-ზე ნორვეგიამ მოიგო - ბიატლონი
ოსტერსუნდში ესტაფეტა კაცებში 4*7.5კმ-ზე ნორვეგიამ მოიგო - ბიატლონი

ოსტერსუნდში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე ბიატლონში კაცებში ესტაფეტა 4*7.5კმ-ზე გაიმართა.

რბოლა ძალიან საინტერესოდ წარიმარტა და საბოლოოდ ნორვეგიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე საფრანგეთის ეროვნული გუნდი გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი იტალიამ მოიპოვა.

გამარჯვებული ნორვეგიის ნაკრების ოთხეული ასე გამოიყურება: დალ იოჰანსენი, ერლენდ ბიონტეგარდი, ტარე ბო და იოჰანეს ბო.

დღეს მსოფლიო თასზე პირველი ეტაპის დასკვნითი რბოლა ქალებში ესტაფეტა 4*6კმ-ზე გაიმართება.