ოსტერსუნდში დღეს კაცებში 20კმ-ზე ინდივიდუალური რბოლა გაიმართება - ბიატლონი
ოსტერსუნდში დღეს კაცებში 20კმ-ზე ინდივიდუალური რბოლა გაიმართება - ბიატლონი

შვედურ ქალაქ ოსტერსუნდში მიმდინარე მსოფლიო თასის პირველ ეტაპზე დღეს ბიატლონში კაცებში 20კმ-ზე ინდივიდუალური რბოლა გაიმართება.

2019-2020 წლების სეზონის მსოფლიო თასის მოგების ერთ-ერთი ფავორიტი წელსაც შარშანდელი სეზონის ტრიუმფატორი ნორვეგიელი იოჰანეს ბო იქნება. შეგახსენებ, რომ მიმდინარე სასტარტო ეტაპის სპრინტის კაცებში 10კმ-ზე გამარჯვებული ბო გახდა, ხოლო სპრინტში ქალებს შორის 7.5კმ-ზე ოქროს მედალი იტალიელმა დოროტეა ვირერმა მოიპოვა.