ოსორიო აცხადებს, რომ თანამდებობიდან არ გადამდგარა
ოსორიო აცხადებს, რომ თანამდებობიდან არ გადამდგარა

ხუან კარლოს ოსორიო აცხადებს, რომ პარაგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან არ გადამდგარა და ადგილობრივ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია მცდარია.

მექსიკის ნაკრებისა და ატლეტიკო ნასიონალის ყოფილი დამრიგებელი ალბიროხას სათავეში გასული წლის სექტემბერში ჩაუდგა და მარტში გუნდს ორ ამხანაგურ თამაშზე გაიყვანს, პერუსა და მექსიკის წინააღმდეგ.

57 წლის სპეციალისტი „კოპა ამერიკას“ წილისყრას პირადად დაესწრო და განაცხადა, რომ ჯგუფი, რომელშიც პარაგვაი მოხვდა, მაქსიმალურად რთულია.

სამხრეთ ამერიკის ყველაზე პოპულარულ სანაკრებო ტურნირის პირველ ეტაპზე, პარაგვაის არგენტინა, კოლუმბია და ყატარი დაუპირისპირდებიან.