ოსლოში მამაკაცმა სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა და მოქალქეებს შეეჯახა

16:22, 22.10.2019

ოსლოში შეიარაღებულმა მამაკაცმა სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა და მოქალქეებს შეეჯახა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. მათ შორის არის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების თქმით, გამტაცებელს სამხედრო ფორმა ეცვა და სავარაუდოდ ჯავშანჟილეტი ეკეთა. მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

მსგავსი