ოსკარ პისტორიუსმა ციხეში იჩხუბა
ოსკარ პისტორიუსმა ციხეში იჩხუბა

მძლეოსანი-ამპუტანტი ოსკარ პისტორიუსი ჩხუბის მონაწილე გახდა ქალაქ პრეტორიის გამოსასწორებელ კოლონიაში. იქ სპორტსმენი სასჯელს იხდის თავისი მეგობარი გოგონას რევა სტენკამპის განზრახ მკვლელობისთვის, – იტყობინება სააგენტო AFP.

ჩხუბი ტელეფონის ავტომატთან რიგის დროს მოხდა. სხვა პატიმრებს, რომლებიც თავიანთ რიგს ელოდნენ, მოეჩვენათ, რომ პისტორიუსი ძალიან დიდ ხანს ლაპარაკობდა ტელეფონით.
დავა ჩხუბში გადაიზარდა. სიტუაცია პოლიციის თანამშრომლებმა განმუხტეს. ინციდენტის შედეგად, პისტორიუსმა სისხლჩაქცევები მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკელს სასამართლომ 13 წელი და 5 თვე მიუსაჯა.