ოსიმენი „ბაიერნში“ გადასვლას არ ეწინააღმდეგება #1TVSPORT
ოსიმენი „ბაიერნში“ გადასვლას არ ეწინააღმდეგება #1TVSPORT

„ნაპოლის“ ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი წინააღმდეგი არ არის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას „ბაიერნში“ გადავიდეს, – დაწერა „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ფლორიან პლატენბერგმა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა აცნობა თავის აგენტებს, რომ მას აწყობს პოტენციური თანამშრომლობა მიუნხენურ კლუბთან. ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 24 წლის ფორვარდს 150 მილიონ ევროდ აფასებს.

ოსიმენი 21 გოლით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირია. მისი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.