ოსიმენმა „სპეციას“ გულშემატკივარს შემთხვევით ბურთი გაარტყა და შემდეგ მოუბოდიშა [ვიდეო] #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, ვიქტორ ოსიმენი კარგი მოთამაშეობის გარდა, კარგი პიროვნული თვისებებითაც რომ გამოირჩევა, „სპეციასთან“ მატჩის დაწყებამდეც დაამტკიცა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირს (16) შეხვედრამდე გახურების დროს უსიამოვნო ამბავი შეემთხვა – „ნაპოლის“ ვარსკვლავის ერთ-ერთი დარტყმის შემდეგ, ბურთი შემთხვევით „სპეციას“ გულშემატკივარს სახეში მოარტყა.
მაგრამ ნიგერიელი ფეხბურთელი ტრიბუნაზე დაზარალებულ ქალბატონთან ბოდიშის მოსახდელად ავიდა, ჩაეხუტა და ბოლოს სელფიც გადაიღო.
Bellissimo gesto di #Osimhen, che nel pre-partita di #SpeziaNapoli sale in tribuna per abbracciare una ragazza, inavvertitamente colpita da un pallone calciato nel riscaldamento
⚽ Le cose belle del calcio 👏👏👏 pic.twitter.com/ZWqFQnyjEJ— Federico Gennarelli (@F_Genna88) February 5, 2023
მიუხედავად იმისა, რომ ოსიმენი „სპეციას“ მეტოქის, „ნაპოლის“ მოთამაშეა, ამ საქციელით ნიგერიელმა თავდამსხმელმა მასპინძელი გულშემატკივრების ოვაცია დაიმსახურა.