ოსიმენი „ნაპოლიში“ დარჩება - გუნდის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დაადასტურა #1TVSPORT
ოსიმენი „ნაპოლიში“ დარჩება - გუნდის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება დაადასტურა #1TVSPORT

ახალი მწვრთნელის, რუდი გარსიას პრეზენტაციაზე „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს კითხვა ვიქტორ ოსიმენის მომავალზეც დაუსვეს – მან თავისი გადაწყვეტილება დაადასტურა, რომ ნიგერიელ თავდამსხმელს გუნდიდან არ უშვებს.

„დარჩება თუ არა ნიგერიელი თავდამსხმელი? მე ამაზე რუდისთან არ მილაპარაკია, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ ვთქვი, რომ ოსიმენი ნეაპოლში უნდა დარჩეს. თუმცა, თუ გიჟური შემოთავაზება გვექნება, აუცილებლად დავფიქრდებით, მაგრამ ახლანდელი მდგომარეობით ის ჩვენთან რჩება“, – ამბობს დე ლაურენტისი.

ნაკლებად კატეგორიული იყო რუდი გარსია:

„ვიმედოვნებთ, რომ ის დარჩება, მაგრამ მე მჯერა კლუბის სატრანსფერო განყოფილების. მათ აჩვენეს, რომ იციან, როგორ შეარჩიონ მოთამაშეები“.

ოსიმენს ნაპოლისთან „კონტრაქტი“ 2025 წლამდე აკავშირებს და მის გაწყვეტაზე არანაირი პუნქტი არ არსებობს. ნიგერიელ სუპერფორვარდს პსჟ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ბაიერნი“ იწვევდნენ, მაგრამ დე ლაურენტისი 150 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად ნიგერიელის გაშვებას არ აპირებს.