ოსიმენი კვარაცხელიაზე - წარმოუდგენლად ნიჭიერია, იმსახურებს ყველა ჯილდოს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია #1TVSPORT
ოსიმენი კვარაცხელიაზე - წარმოუდგენლად ნიჭიერია, იმსახურებს ყველა ჯილდოს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია #1TVSPORT

„ნაპოლის“ თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ვრცელ ინტერვიუში, სხვა თემებთან ერთად, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

„ის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ეს დაუჯერებელია. აქვს უნიკალური ტექნიკური შესაძლებლობები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ დავივიწყებ სხვა ტექნიკურ ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც მითამაშია, როგორებიც არიან ლორენცო ინსინიე და დრის მერტენსი. ისინი ტექნიკურადაც ძალიან ძლიერები იყვნენ, მაგრამ კვარაცხელია ჯერ ახალგაზრდაა და ამის მიუხედავად, ახლანდელი გუნდის ერთ-ერთი საფუძველია. ის იმსახურებს ყველა ჯილდოს, რასაც იღებს და კიდევ უფრო მეტს ვუსურვებ, რადგან ეს მისთვის მხოლოდ დასაწყისია.

ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით მოედანზე, ის ძალიან მეხმარება და ერთად ძალიან კარგად ვთამაშობთ. ეს ორივესთვის მნიშვნელოვანია. ბედნიერი ვარ, რომ ის „ნაპოლიში“ იზრდება. არ მგონია, რომ კვარაცხელიას იმაზე მეტი უნდა მოვთხოვოთ, ვიდრე აკეთებს. ამის მიუხედავად, ველი, რომ მომავალში უფრო მეტსაც შეძლებს“, – ამბობს „ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელი.