„ოსასუნას“ ყოფილი ხელმძღვანელი ციხეში რვა წელს გაატარებს
„ოსასუნას“ ყოფილი ხელმძღვანელი ციხეში რვა წელს გაატარებს

ესპანეთში გაიმართა სასამართლო პროცესი გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით, რომლებიც „ოსასუნას“ ხელმძღვანელობის მიერ იყო ორგანიზებული 2014 წელს. ამ ინფორმაციას გამოცემა „მარკა“ ავრცელებს. როგორც ირკვევა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ესპანურ სპორტში არსებული კორუფციისთვის საბრალდებო განაჩენი იქნა გამოტანილი.

საქმეში ფიგურირებდა 11 ადამიანი, მათ შორის საფეხბურთო კლუბ „ოსასუნას“ ექვსი ყოფილი ხელმძღვანელი, საფეხბურთო კლუბ „ბეტისის“ სამი ყოფილი ფეხბურთელი და უძრავი ქონების ორი აგენტი. ცხრა მათგანს პატიმრობა მიესაჯა: „ოსასუნას“ ყოფილი მდივანი ანხელ ბისკაი რვა წელიწადს გაატარებს გისოსებს მიღმა, ხოლო ფეხბურთელები ანტონიო ამაია და ხავიერ ტორესი – თითოს.

დატოვე კომენტარი