ო'სალივანმა შანხაის მასტერსი მოიგო
ო'სალივანმა შანხაის მასტერსი მოიგო

ინგლისელმა სნუკერისტმა რონი ო’სალივანმა ჩინეთში „შანხაის მასტერსი“ მოიგო. მან შარშან მოპოვებული ტიტული დაიცვა და ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
რონიმ ფინალში თანამემამულე ბარი ჰოკინსი დაამარცხა – 11:9.

გადამწყვეტ მატჩში ორივე სნუკერისტმა ორ-ორი სენჩური-ბრეიკი შეასრულა. რონის ყველაზე მაღალი ბრეიკი 122-ქულიანი ჰქონდა, ჰოკინსმა კი მეშვიდე ფრეიმში 132 ქულა აიღო.
ჩინური ტურნირი პირველი იყო ო’სალივანისთვის მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მეორე წრეში ალი კარტერთან წააგო.

„შანხაის მასტერსის“ მოგებისთვის ო’სალივანმა 224 ათასი ევრო მიიღო.

დატოვე კომენტარი