ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტზე წესრიგს 25 ათასი სამართალდამცველი დაიცავს
ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტზე წესრიგს 25 ათასი სამართალდამცველი დაიცავს

დიდი ოცეულის სამიტზე, რომელიც ოსაკაში 28-29 ივნისაა დაგეგმილი, წესრიგს 25 ათასი სამართლადამცველი დაიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს.

ოსაკაში უკვე ჩაიყვანეს სპეციალური დანიშნულების ჯგუფები, ისინი სპეციალურ გადამზადებას გაივლიან.

გავრცელებული ინფორმაცით, დიდი ოცეულის სამიტის პერიოდში, ოსაკაში შეზღუდული იქნება ტრანსპორტის მოძრაობა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, სამიტის დროს ქალაქში 30 ათასს სტუმარს ელოდებიან, მათ შორის დელეგაციების წარმოადგენლებსა და ჟურნალსიტებს.

ოსაკა, ტოკიოსა და იოკოგამას შემდეგ, იაპონიის სიდიდით მესამე ქალაქია, სადაც თითქმის სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.