ოსაკას სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა მეორედ გაიმარჯვა და თანაბარი ბალანსი აქვს [ვიდეო] #1TVSPORT

ოსაკაში, მარტის სუპერტურნირზე ლევან გორგაძე, რომელიც დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებას ატარებს, აღმოსავლეთის მე-17 მაეგეშირა იჩიამამატოს დაუპირისპირდა და მიმდინარე ტურნირეზე მეორე გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინს დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, ამ ეტაპზე თანაბარი ბალანსი აქვს – ორი მოგება და ორი მარცხი.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მე-16 მაეგაშირა კოტოკუზანი იქნება, რომელსაც ქართველი სუმოისტის მსგავსად, თანაბარი ბალანსი აქვს.