ოსაკას გრანდ სლემზე რვა ქართველი იჭიდავებს

12:55, 22.11.2018

იაპონიის ქალაქი ოსაკა ხვალიდან ძიუდოში პრესტიჟულ გრანდ სლემს უმასპინძლებს. ტურნირი, რომელიც ლეგენდარული ძიგორო კანოს სახელობის გახლავთ 23-25 ნოემბერს ჩატარდება. პრესტიჟულ შეჯიბრში მონაწილეობას რვა ქართველი ძიუდოისტი მიიღებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა –
-60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი
-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი
-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ – ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი
-90კგ – უშანგი მარგიანი
-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ – გურამ თუშიშვილი

23 ნოემბერს მედლების კომპლექტი ვაჟთა შორის 60 და 66 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება, 24-ში 73 კგ. და 81კგ., 25-ში 90 კგ.-ში, 100 კგ.-ში და მძიმე (+100 კგ.) წონაში. ავთანდილ ჭრიკიშვილი ტურნირზე ტრავმის გამო ვერ გაემგზავრა.

ოსაკაში შეხვედრები თბილისის დროით 6:00-ზე დაიწყება. ფინალური ბლოკი 12:30 გაიმართება

მსგავსი