ოსაკა ოლიმპიადის გადადების გამო იმედგაცრუებულია, მაგრამ გადაწყვეტილებას ემხრობა
ოსაკა ოლიმპიადის გადადების გამო იმედგაცრუებულია, მაგრამ გადაწყვეტილებას ემხრობა

დიდი სლემის ტურნირების ორგზის გამარჯვებული იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა კორონავირუსის გამო ოლიმპიადის გადადებით იმედგაცრუებულია, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას სავსებით ემხრობა.

„ყველამ იცის, რასაც ნიშნავს ჩემთვის საკუთარ ქვეყანაში გამართული ოლიმპიადა, თუ როგორ ვემზადებოდი მასში მონაწილეობის მისაღებად. იმედგაცრუებული ვარ, რასაკვირველია, მაგრამ მომავალი წლისთვის უკეთესად მოვემზადები“, – ციტირებს ოსაკას „როიტერსი“. – „მე სრულიად ვემხრობი ოლიმპიური კომიტეტის და ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებას. ახლა ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ვირუსის დასამარცხებლად“. – დაასრულა იაპონელმა ჩოგბურთელმა.