ორწლიანი პაუზის შემდეგ ტიბო კურტუა ბელგიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა #1TVSPORT
ორწლიანი პაუზის შემდეგ ტიბო კურტუა ბელგიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა #1TVSPORT

თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა ბელგიის ეროვნულ გუნდში დაბრუნდა, – ამის შესახებ ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა, რუდი გარსიამ განაცხადა.

„ტიბო კურტუა ნაკრებში ბრუნდება. „რეალისა“ და „სიტის“ მატჩამდე მე მას შევხვდი და ამის შესახებ ვისაუბრეთ. ეს ბელგიის ეროვნული გუნდისთვის შესანიშნავი სიახლეა“, – განაცხადა რუდი გარსიამ ფრანგული „ეკიპისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

32 წლის ტიბო კურტუას ბელგიის ნაკრებში 102 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მისი დებიუტი ქვეყნის მთავარ საფეხბურთო გუნდში 2011 წელს შედგა.

2018 წელს კურტუამ ბელგიელებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ტურნირის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა. 2023 წელს კურტუამ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და დიდი დრო გაუცდა.