ორთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილი მოედანს უბრუნდება #1TVSPORT
ორთვიანი პაუზის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილი მოედანს უბრუნდება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა და „ლევანტეში“ ივარჯიშა – ინფორმაციას ვალენსიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„„ლევანტე“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში „ანდორასთან“ მატჩისთვის ემზადება, რომელიც შაბათს, 24 თებერვალს, „სიუდად დეპორტივას სტადიონზე“ გაიმართება. მთავარი სიახლე გიორგი ქოჩორაშვილის დაბრუნებაა – ნახევარმცველმა მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმა მოირჩინა და უკვე შეძლო გუნდთან ერთად ვარჯიში“, – ეს ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„ლევანტე“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ში 28 ტურის შემდეგ 39 ქულით მე-10 ადგილზეა და პლეი ოფის ზონაში მყოფ გუნდებს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

ქოჩორაშვილმა ტრავმა დეკემბერში მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი მოედანზე იანვარში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ რეაბილიტაციის პროცესი გახანაგრძლივდა, ახლა კი დიდია იმის ალბათობა, რომ გიორგი 21 მარტს, ლუქსემბურგთან ევრო 2024-ის პლეი ოფის შეხვედრისთვის მზად იყოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს.