ორშაბათიდან ჯოკოვიჩი პირველი ჩოგანი გახდება
PARIS, FRANCE - OCTOBER 30: Novak Djokovic of Serbia plays a forehand during his second round match against Joao Sousa of Portugal during Day 2 of the Rolex Paris Masters on October 30, 2018 in Paris, France. (Photo by Justin Setterfield/Getty Images)
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა პარიზის „მასტერსზე“ თამაში გადაიფიქრა. მან მუცლის კუნთის ტრავმა მოიმიზეზა და გადაწყვიტა, რომ ჯერ არ არის მზად კორტზე გასასვლელად. ამის გამო, მან უარი განაცხადა ოთხშაბათს, თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოს წინააღმდეგ თამაშზე. რაფას ძირითად ბადეში ტუნისელი მალიკ ჟაზირი შეცვლის.
ნადალის უარი იმას ნიშნავს, რომ ორშაბათიდან მსოფლიოს კლასიფიკაციაში პირველ ადგილს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაიბრუნებს. აღსანიშნავია, რომ სერბი ჩოგბურთელი წელს ტოპ-ოცეულის მიღმა იმყოფებოდა და ამის შემდეგ შეძლო რეიტინგის უმაღლეს საფეხურთზე ასვლა. ასეთი რამ ბოლოს 2000 წელს მოხდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა წელს, სეზონის მეორე ნახევარში მოიგო უიმბლდონი, აშშ-ის ღია პირველობა და შანხაის „მასტერსი“. ის 2016 წლის შემდეგ, პირველად ჩაუდგება სათავეში ATP-ის რეიტინგს.