ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კარიმ ბენზემა „ალ ჰილალს“ დატოვებს #1TVSPORT
კარიმ ბენზემა საუდის არაბეთის ლიგის გუნდს „ალ ჰილალს“ დატოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, მხარეებმა კონტრაქტი დღეს, 30 აგვისტოს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
ბენზემა საკუთარი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას მალე გამოაცხადებს. მის ვარიანტებს შორის კარიერის დასრულება ან საუდის არაბეთის სხვა კლუბში თამაშია. ევროპაში დაბრუნებას ფეხბურთელი გამორიცხავს.
38 წლის ბენზემა საუდის არაბეთში 2023 წელს გადავიდა და თავდაპირველად „ალ იტიფაქში“ ირიცხებოდა. „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული „ალ ჰილალის“ წევრი 2025 წელს გახდა – გუნდის მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში მან 10 გოლი გაიტანა.