ორმატჩიანი პაუზის შემდეგ - კვერნაძემ „სალერნიტანასთან“ ითამაშა #1TVSPORT
ორმატჩიანი პაუზის შემდეგ - კვერნაძემ „სალერნიტანასთან“ ითამაშა #1TVSPORT

იტალიის სერია A-ს „ფროსინონეში“ გადასულმა გიორგი კვერნაძემ საკონტროლო მატჩი ჩაატარა და საგოლე გადაცემის ავტორი გახდა „სალერნიტანასთან“ დაპირისპირებაში, რომელიც 1:1 დასრულდა.

„ფროსინონეს“ მწვრთნელმა დი ფრანჩესკომ სტადიონზე „ბენიტო შტირპე- არენაზე“ გამართულ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დასვლა კვერნაძე, რომელიც წინა ორ მატჩში განაცხადშიც არ იყო და მე-60 წუთზე მოედანზე შეუშვა.

ამხანაგური მატჩის ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 78-ე წუთზე კვერნაძემ მარცხენა ფლანგზე შეტევა გაამწვავა, რომელიც საბოლოოდ ფრანჩესკო ჯელიმ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა და „ფროსინონე“ დააწინაურა.

თუმცა, ქართველის გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე, „სალერნიტანას“ ჩილელმა თავდამსხმელმა, დიეგო ვალენსიამ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.