ორმაგი დუბლი G ლიგაში - მამუკელაშვილმა 18 ქულა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT
ორმაგი დუბლი G ლიგაში - მამუკელაშვილმა 18 ქულა დააგროვა [ვიდეო] #1TVSPORT

„მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდი „ვისკონსინ ჰერდი“, სადაც ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს, მორიგ შეხვედრაში „კეპიტალ სიტის“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 131-129 დაამარცხა.

მამუკელაშვილი სასტარტოში იყო და 31 წუთში ორმაგი დუბლი გაიფორმა. მის ანგარიშზე 18 ქულა, 11 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. სანდრომ 4-დან 2 სამქულიანი და 10-დან 6 ორქულიანი გამოიყენა. ის 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც 2-ჯერ დაკარგა.

ჰერდმა“ მატჩი ცუდად დაიწყო და პირველი მეოთხედის შემდეგ 11 ქულით აგებდა. მამუკელაშვილის გუნდმა მატჩის შემოტრიალება მეორე მეოთხედში დაიწყო და დიდ შესვენებამდე სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა. გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, სადაც ვისკონსინელები მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ და საბოლოო ჯამში, 2 ქულით გაიმარჯვეს.

შემდეგ მატჩს „ვისკონსინ ჰერდი“ ისევ „კეპიტალ სიტისთნ“ 6 მარტს გამართავს.