ორმაგი დუბლი და MVP – მამუკელაშვილის 18 ქულა და 15 მოხსნა „მინესოტასთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
ლას ვეგასში NBA-ის საზაფხულო ლიგა მიმდინარეობს, სადაც „მილუოკი ბაქსმა“ თავისი მესამე შეხვედრა ჩაატარა. ვისკონსინელები „მინესოტა ტიმბერვულვზს“ დაუპირისპირდნენ და დაბალშედეგიან შეხვედრაში 87:75 დაამარცხეს.
სანდრო მამუკელაშვილი, ამჯერადაც სასტარტო შემადგენლონაში იყო და ზედიზედ მეორედ გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.
https://twitter.com/Bucks/status/1547313941054795776
ქართველმა მძიმე ფორვარდმა 32 წუთი ითამაშა და ორმაგი დუბლის გაფორმება მოასწრო. მან 18 ქულა, 15 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი და 2 დაფარება დააგროვა. სანდრომ პერიმეტრიდან 6-დან 2-ჯერ ჩააგდო და 7-დან 4 ორქულიანი ზუსტად ისროლა, საჯარიმოს ხაზთან ახალგაზრდა კალათბურთელი 6-ჯერ დადგა და 4-ჯერ ბურთი კალათში მოათავსა. ის მეტოქის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა და 5-ჯერ დაკარგა ბურთი. მამუკელაშვილი ორივე გუნდის მხრიდან საუკეთესო იყო და +/- მაჩვენებელიც +14 ჰქონდა.
https://twitter.com/Bucks/status/1547332853012172800
შემდეგ მატჩს „მილუოკი“ 15 ივლისს „დალას მავერიკსის“ წინააღმდეგ გამართავს.