ორმაგი დუბლი 19 წუთში - ბეჟანიშვილის მორიგი გამორჩეული მატჩი G ლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT
ორმაგი დუბლი 19 წუთში - ბეჟანიშვილის მორიგი გამორჩეული მატჩი G ლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT

ავსტრიის მოქალაქე ქართველმა კალათბურთელმა, გიორგი ბეჟანიშვილმა NBA-ის განვითარების ლიგაში მორიგი გამორჩეული შეხვედრა გამართა. მისი გუნდი, „გრანდ რაპიდს გოლდი“ „დელავეარ ბლუ ქოუთს“ შეხვდა და 118-125 დამარცხდა.

ბეჟანიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მაგრამ პარკეტზე პირველივე მეოთხედში გამოჩნდა და 19 წუთი ითამაშა. ამ დროში მან ორმაგი დუბლი 12 ქულითა და 10 მოხსნით (4 შეტევაში) გაიფორმა. მის ანგარიშზე ასევე 2 პასი და 1 ჩაჭრაა. გიორგიმ 10-დან 5 ორქულიანის და 4-დან 1 ერთქულიანის ჩაგდება მოასწრო, პერიმეტრიდან კი არ უსვრია. 23 წლის მძიმე ფორვარდი ამ შეხვედრაში 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი ერთხელ დაკარგა.

მატჩის მიმოხილვა

რეგულარული სეზონის კარგი სტარტის მიუხედავად, „გრანდ რაპიდს გოლდმა“ ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო და მოგება-წაგება 3-3-ზე აქვს.

შემდეგ მატჩს ჯეისონ ტერის გუნდი 21 იანვარს „მოტორ სიტის“ წინააღმდეგ გამართავს.