ორმაგი დუბლი 18 ქულით - მამუკელაშვილის მორიგი გამორჩეული შეხვედრა G ლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT
ორმაგი დუბლი 18 ქულით - მამუკელაშვილის მორიგი გამორჩეული შეხვედრა G ლიგაში [ვიდეო] #1TVSPORT

ვისკონსინ ჰერდმაNBA-ის G ლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა. „მილუოკი ბაქსის“ განვითარების ლიგის გუნდი „აიოვა ვულვსს“ დაუპირისპირდა და 102-118 დამარცხდა.

ვისკონსინელთა შემადგენლობაში იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც სასტარტოში არ ყოფილა, მაგრამ პარკეტზე მალევე გამოჩნდა. მან 35 წუთი ითამაშა და ამ დროში ორმაგი დუბლი გაიფორმა. სანდრომ 18 ქულა 11-დან 6 ჩაგდებული ორქულიანით, 7-დან 1 სამქულიანითა და 3-დან 3 საჯარიმოთი დააგროვა, მის ანგარიშზე ასევე 10 მოხსნა (3 შეტევაში), 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. რაც შეეხება პასივს, ის 30-ჯერ დაჯარიმდა და 4-ჯერ დაკარგა ბურთი.

შეხვედრა „ჰერდის“ უპირატესობით დაიწყო, მაგრამ დიდ შესვენებამდე „ვულვსი“ 5-ქულიანი უპირატესობით გავიდა. ბოლო პერიოდამდე მამუკელაშვილის გუნდმა კვლავ წინ გასვლა მოახერხა, მაგრამ გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, სადაც მეტოქემ 7 ქულით მოიგო და საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა.

სანდრომ თავის გუნდში მეორე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა – ყველაზე შედეგიანი 23 ქულით ეი ჯეი გრინი იყო. „ვულვსის“ მხრიდან 30 ქულით ლუკა გარზა გამოირჩა.

8 მატჩის შემდეგ, „ვისკონსინ ჰერდს“ 4 მოგება და 4 წაგება აქვს, გუნდი ცენტრალურ დივიზიონში მე-3 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას ვისკონსინელები 22 ნოემბერს კვლავ „აიოვა ვულვსის“ წინააღმდეგ გამართავენ.