ორმა ვებგვერდმა გიორგი ჩაკვეტაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა #1TVSPORT
ორმა ვებგვერდმა გიორგი ჩაკვეტაძე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძემ ინგლისის ჩემპიონშიფში მორიგი შესანიშნავი თამაში ჩაატარა და 21-ე ტურის ორმა ავტორიტეტულმა ანალიტიკურმა ვებგვერდმა, whoscored-მა და sofascore-მა რჩეულ ნაკრებში დაასახელა.

„უოტფორდმა“ შინ „ვესტ ბრომვიჩი“ 2:1 დაამარცხა და მართალია, გიორგი ჩაკვეტაძეს თავი გოლით ან საგოლე გადაცემით არ გამოუჩენია, თუმცა პირველი გოლი მის მიერ წამოწყებულ შეტევას მოჰყვა და დუბლის ავტორ ვაკუნ ბაიოსთან ერთად საუკეთესო შეფასებები მიიღო.

Whoscored-მა საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის თამაში 8,2 ქულით შეაფასა, ხოლო Sofascore-მ – 8,0 ქულა და ორივემ ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.