ორმა რესპუბლიკელმა სენატორმა ანგარიში წარადგინა, რომელშიც ჯო ბაიდენის შვილის საეჭვო გარიგებებზეა საუბარი
ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საკითხების კომიტეტის წარმომადგენლებმა, რესპუბლიკელებმა რონ ჯონსონმა და ჩაკ გრესლიმ ანგარიში წარადგინეს, რომელშიც პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის საეჭვო გარიგებებზეა საუბარი.
როგორც „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანი რედაქცია წერს, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჰანტერ ბაიდენი უცხოლებისგან მილიონობით დოლარს იღებდა, მათ შორის, ელენა ბატურინასგან, რომელიც მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის ცოლია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 14 თებერვალს ბატურინამ იმ კომპანიის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა 3,5 მილიონი დოლარი, რომელსაც ჰანტერ ბაიდენი ხელმძღვანელობს.
ასევე, სენატორებისთვის საეჭვოა ჰანტერ ბაიდენის კონტაქტები ჩინეთის რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც კომუნისტურ პარტიასთან არიან დაკავშირებულები.
სენატორების მოხსენებაში ჰანტერ ბაიდენის ბიზნესპარტნიორზე, დევონა არჩერზეც არის საუბარი. სენატორები ირწმუნებიან, რომ წლების განმავლობაში ისინი საეჭვო წარსულის მქონე უცხოელებისგან მილიონობით დოლარს იღებდნენ.