ორიგის გოლი „ბარსელონას“ წინააღმდეგ „ლივერპულის“ ყველა დროის საუკეთესო გოლად აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT
ორიგის გოლი „ბარსელონას“ წინააღმდეგ „ლივერპულის“ ყველა დროის საუკეთესო გოლად აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

„ლივერპულის“ დაარსებიდან 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გულშემატკივრებმა კლუბის ისტორიაში საუკეთესი გოლი აირჩიეს.

ხმის მიცემის შედეგად, „ლივერპულის“ ისტორიაში საუკეთესო გოლი ფორვარდ დივოკ ორიჯიმ გაიტანა „ბარსელონას“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

მაშინ პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ლივერპულმა“ სტუმრად წააგო 0:3. განმეორებით მატჩში მერსისაიდელებმა 4:0 გაანადგურეს მეტოქე, ორიგიმ კი დუბლი შეასრულა. საუკეთესოდ აღიარეს მეორე გოლი, როცა მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა სწრაფად გაითამაშა კუთხური და თავისუფალ პარტნიორს მიაწოდა ბურთი.

მეორე და მესამე ადგილებზე გაიყვანეს სტივენ ჯერარდის გოლები ინგლისის თასის 2006 წლის და ჩემპიონთა ლიგის 2005 წლის ფინალებში.