ორი წლით ბათუმის „დინამოში“ - მარგველაშვილის ტრანსფერი დადასტურდა
ორი წლით ბათუმის „დინამოში“ - მარგველაშვილის ტრანსფერი დადასტურდა

ბათუმის „დინამომ“ მორიგი ტრანსფერი განახორციელა და „საბურთალოს“ ყოფილი კაპიტანი გაგი მარგველაშვილი დაიმატა, – ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

საქართველოს ვიცეჩემპიონის პრესსამსახურის ცნობით, „დინამო“ და 24 წლის ცენტრალური მცველი ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ იანვარის დასაწყისში გაგი მარგველაშვილმა „საბურთალო“ დატოვა და უნგრულ „მეზოკოვეშდთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერა. ის გუნდს შეკრებაზე იყო და სპარინგებიც ითამაშა. Transfermarkt– ის მონაცემთა ბაზაში მარგველაშვილი გუნდის მოთამაშედ დაასახელეს, ხოლო ფეხბურთელის ყოფილი კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ მარგველაშვილმა გუნდი ნამდვილად შეიცვალა და კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა.

თუმცა, საბოლოოდ, ქართველ ფეხბურთელს კლუბის დატოვება და სამშობლოში დაბრუნება მოუხდა. მარგველაშვილი დროებით თბილისის „ლოკომოტივში“ ვარჯიშობდა, მაგრამ თანამშრომლობის საკითხი არ განხილულა და ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა.