ორი ტყუპი მარცხი ჩეხებთან [ვიდეო]

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ჩეხეთში ხანმოკლე შეკრება დაასრულა, სადაც ამ ქვეყნის თანატოლთა ნაკრებთან ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ორივე ერთნაირი ანგარიშით, 1:3 დათმო.

ჩეხურ შეკრებაზე მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ რამდენიმე ახალწვეული გამოსცადა. პირველ მატჩში ჩვენი გუნდიდან გოლი გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანა, ირაკლი აზაროვმა კი 1:1-ზე პენალტი გააცუდა.

შემადგენლობა ასეთი იყო: კუტალაძე, გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე, მელიქიშვილი, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი, აზაროვი, მოისწრაფიშვილი, გულიაშვილი, იაკობიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მექვაბიშვილი, აწყურელი, ლომინაძე, ხარაიშვილი, ასკურავა, ჩიხრაძე, მესიაჩენკო.

მეორე სპარინგის პირველივე ნახევარში ჩეხები მათიას კოზაკის და სანდრო კალანდაძის ავტოგოლით, ანგარიშით – 2:0 დაწინაურდნენ, 79-ე წუთზე სხვაობა გიორგი იაკობიძემ შეამცირა, მაგრამ 90-ე წუთზე ფილიპ ფირბაჰერმა საბოლოო ანგარიში – 3:1 დააფიქსირა.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

კუტალაძე, გელაშვილი, სამსონია, კალანდაძე, აწყურელი, ლომინაძე, მესიაჩენკო, ხარაიშვილი, გულიაშვილი, აზაროვი, ჩიხრაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ჯანგიძე, მექვაბიშვილი მოისწრაფიშვილი, იაკობიძე, მუკბანიანი, ნონიკაშვილი.