ორი სპარინგი მონტენეგროსთან - გიორგი ჩიტაურმა რვა ლეგიონერი გამოიძახა #1TVSPORT
ორი სპარინგი მონტენეგროსთან - გიორგი ჩიტაურმა რვა ლეგიონერი გამოიძახა #1TVSPORT

გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი საქართველოს 16-წლამდე ნაკრები, 18 და 20 ოქტომბერს თბილისის ზღვის ზესტაფონის ბაზაზე მონტენეგროს დაუპირისპირდება. ამ ფორმაციის ნაკრებმა, მიმდინარე წლის მაისში, ერევანში, უეფა-ს 15-წლამდე გუნდებს შორის გამართული განვითარების თასი მოიგო.

ერევნის ტურნირზე, ჩიტაურის გუნდმა ჯგუფში 7-ქულით პირველი ადგილი დაიკავა, სადაც სომხეთს, ლიბანს და მოლდოვას აჯობა.

აღსანიშნავია, რომ გუნდში ბევრია უცხოეთში მოთამაშე კანდიდატი – გერმანიიდან მოიწვიეს მათე-გიორგი ტატიშვილი და ნიკა შათირიშვილი, საფრანგეთიდან – ალექსანდრე ქუთათელაძე და ნინო გოცირიძე (სფფ-ში დაგვიდასტურეს, რომ ამ ბიჭუნას ნამდვილად ნინო ჰქვია), ინგლისიდან – დავით ნიკაჭაძე და გიორგი მანუელ გონსალვეს ჩუბინიძე, გიორგი ბედიანაშვილი – ავსტრიიდან, ხოლო ცოტნე ხორნაული – ბელგიიდან.

U16: საქართველო V მონტენეგრო – 18 ოქტომბერი (17:00)

U16: საქართველო V მონტენეგრო – 20 ოქტომბერი (17:00)

U16 შემადგენლობა:

მეკარეები: დავით გოგებაშვილი (სფფ-ის ლაგოდეხის აკადემია), ოთარ დოღაძე (სფფ-ის ზუგდიდის აკადემია), საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია)

მცველები: საბა ხარებაშვილი, გიგი გლუნჩაძე, ნიკოლოზ გვაზავა, ანდრია ხოროიშვილი, ლაშა ხუციშვილი, ნიკოლოზ ჩიქოვანი (ყველა – დინამო თბილისი), მათე-გიორგი ტატიშვილი (დოიც 05, გერმანია), დავით ნიკაჭაძე (გეპ აკადემია, ინგლისი), გიორგი ბედიანაშვილი (ტიროლის აკადემია, ავსტრია), ნიკა შათირიშვილი (კიოლნი, გერმანია)

ნახევარმცველები: ნიკოლოზ ელისაშვილი, ლუკა წულაია, რევაზ დანელია (ყველა – დინამო თბილისი), ლუკა ლაშხია, ლუკა კვაშილავა (ორივე – სფფ-ის ზუგდიდის აკადემია), დავით ნახუცრიშვილი (სფფ-ის ლაგოდეხის აკადემია), ალექსანდრე ქუთათელაძე (მონაკო, საფრანგეთი), ნინო გოცირიძე (ბურგ-ან-ბრეს პერონას, საფრანგეთი)

თავდამსხმელები: თორნიკე გულიაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო), გიორგი მანუელ გონსალვეს ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), ცოტნე ხორნაული (ლიერსი, ბელგია).