ორი საკონტროლო მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან - ვასილ მაისურაძე 19-წლამდელებს შესარჩევისთვის ამზადებს #1TVSPORT
ორი საკონტროლო მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან - ვასილ მაისურაძე 19-წლამდელებს შესარჩევისთვის ამზადებს #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელ ვაჟთა ნაკრები სკოპიეში გაემგზავრა, სადაც 12 და 14 აგვისტოს ჩრდილოეთ მაკედონიის 19-წლამდელებთან საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.

U19 | შემადგენლობა:

მეკარეები: სოსო კოპალიანი („ლოკომოტივი“ თბილისი), რეზი კურტანიძე („საბურთალო“), გიორგი ბედიაშვილი („გაგრა“).

მცველები: სანდრო ნარიმანიძე, გიორგი ნიკოლაიშვილი, გიორგი კაკულია, გიორგი გოგსაძე (ყველა – „საბურთალო“), თენგო გობეშია, ნიკოლოზ ცეცხლაძე, გელა სადღობელაშვილი (ყველა – „დინამო თბილისი“), დავით ბუკია („ლოკომოტივი“ თბილისი), ამირან ტყეშელაშვილი („ტორპედო“ ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი („სიონი“ ბოლნისი), დავით ფაღავა („დინამო“ ბათუმი)

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი, გიორგი ცეცხლაძე, ათული მაშავა (ყველა – „დინამო თბილისი“), ნიკოლოზ კანტიძე, ნიკოლოზ ყველაშვილი, გივი ხაჩიძე (ყველა – „საბურთალო“), ნიკოლოზ ნინიძე („ლოკომოტივი“ თბილისი).

თავდამსხმელები: სანდრო ავალიანი, დანიელ ქვარცხავა (ორივე – „საბურთალო“), ალეკო ბასილაძე („ტორპედო ქუთაისი“).

ამ მატჩებით ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპზე ქართველი 19-წლამდელები კვიპროსს, მოლდოვასა და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.

მატჩებს 15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

15 ნოემბერი | საქართველო – კვიპროსი

18 ნოემბერი | საქართველო – მოლდოვა

21 ნოემბერი | საქართველო – ესპანეთი

2024 წლის უეფა-ს 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს 15 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით ჩრდილოეთ ირლანდია უმასპინძლებს.