ორი ქართველის სადებიუტო გოლი

21:14, 08.03.2020

2020 წელს რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა გუნდი შეიცვალა. ორმა მათგანმა ახალ გუნდში თავის გამოჩენა მოახერხა.
 
დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანში „გაბალა“ დატოვა და „ზირაში“ გადავიდა, რომელმაც პრემიერლიგის მორიგ ტურში გასვლაზე „სიბაილი“ 3:1 დაამარცხა. ანგარიში მე-13 წუთზე სწორედ ვოლკოვმა გახსნა – ეს ახალ სეზონში 24 წლის თავდამსხმელის სადებიუტო გოლი იყო.
ასევე თავი გამოიჩინა გუჯა ლობჯანიძემ. 27 წლის თავდამსხმელი ყაზახური „ტარაზიდან“ უფრო ძლიერ „კაისერში“ გადავიდა და გუნდს პირველივე შეხვედრა მოაგებინა. კიზილორდის გუნდმა 1:0 მოიგო, ერთადერთი გოლი კი მე-11 წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პირველივე მატჩში გაიტანა.

მსგავსი