ორი ქართველის დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში - მათი გუნდი 10:1 დამარცხდა
ორი ქართველის დებიუტი რუსეთის პრემიერლიგაში - მათი გუნდი 10:1 დამარცხდა

რუსეთის პრემიერ ლიგაში სეზონი განახლდა. 23-ე ტურში ერთ-ერთი აუტსაიდერი „სოჭი“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ ლიდერს, „როსტოვს“ მასპინძლობდა და 10:1 დაამარცხა.

შედეგი მოულოდნელი არ იყო, რადგან სტუმართა შემადგენლობაში რუსული ფეხბურთის ელიტარულ დივიზიონში თამაშის გამოცდილება არც ერთ ფეხბურთელს არ ჰქონდა, უმრავლესობა 17-18 წლის იყო, ერთი კი 16 წლის.

საქმე ისაა, რომ „როსტოვი“ ორკვირიან კარანტინშია, რადგან კლუბში კორონავირუსი 6 ფეხბურთელს აღმოაჩნდა. ამის შემდეგ კლუბმა „სოჭთან“ მატჩის გადადების სურვილი გამოხატა, მაგრამ მეტოქემ მორალური დაივიწყა, შეხვედრის დროულად ჩატარება მოითხოვა და ძირითადი შემადგენლობით „როსტოვი“ არ დაინდო.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა პირველივე წუთზე „როსტოვის“ 17 წლის ნახევარმცველმა, რომან რომანოვმა გახსნა, ხოლო სტუმართა ძირითად შემადგენლობაში ქართული გვარის მქონე ორი ფეხბურთელი თამაშობდა – 17 წლის მცველი ვილიამ როგავა და 18 წლის თავდამსხმელი თამაზ თოფურია – ორივე რუსეთის მოქალაქეა. თოფურიამ 43-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 61-ე წუთზე კი შეცვალეს. როგავამ კი შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.