ორი ქართველი ყაზახურ სიმბოლურ ნაკრებში
ორი ქართველი ყაზახურ სიმბოლურ ნაკრებში
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-14 ტრში, ქართველებსი გუნდმა კოსტანაის „ტობოლმა“ გასვლაზე „აქტობე“ 1:0 დაამარცხა.
 
კოსტანაელთა წარმატებაში ქართველებმა, ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა დიდი როლი ითამაშეს და მათ ეს დაუფასდათ. ყაზახეთის პროფესიული საფეხბურთო ლიგის მიერ შედგენილ პრემიერლიგის მე -14 ტურის სიმბოლურ გუნდში ორივე მათგანი მოხვდა.
ყაზახური გამოცემა.„სპორტს“ წერს, ქართველები სიმბოლურ გუნდში რა დამსახურებისთვის მოხვდნენ.
„ცენტრალურ მცველებში კოსტანაის „ტობოლის“ ქართველი ლეგიონერი ჯაბა კანკავა დაასახელეს. კანკავა ცენტრალურ მცველს გადაყვანამ „ტობოლის“ უკანა ხაზი კიდევ უფრო ფუნდამენტური გახადა. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი საკუთარ თავზე მთელ დატვირთვას იღებდა. ეს ბოლო ტურში განსაკუთრებით კარგად გამოუვიდა – მის ანგარიშზეა 94% წარმატებული ორთაბრძოლა, 4 წარმატებული „საჰაერო ბრძოლა“ (100% მაჩვენებელი), 7 ართმევა, გადაცემა 15-ჯერ ჩაჭრა და გადაცემის 94%-იანი სიზუსტე.”ინსტატ ინდექსით” მისი შეფასება 334 ქულაა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელი” – წერს ყაზახური გამოცემა.
საყრდენ ნახევარმცველებში „ტობოლის“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, ნიკა კვეკვესკირი მოხვდა და მას „ინსტატ ინდექსით“ ასევე მშვენიერი შეფასება , 332 ქულა აღმოაჩნდა.
ყაზახური გამოცემა „სპორტსი“ მის დასახელება ასე ასაბუთებს: “კვეკვესკირმა ბოლო ტურის შეხვედრა იდეალურად ჩაატარა ორთაბრძოლების და პოზიციის შერჩევის კუთხით. ნიკა განსაზვრავდა შეტევების მიმართულებით და გამარჯვების გოლი სწორედ მისი გადაცემით გავიდა. მის ანგარიშზეა ორთაბრძოლების 70% მოგება, 8 გადაცემის ჩაჭრა, 93% ზუსტი პასი, 9 მწვავე გადაცემა საჯარიმოში, 8 დრიბლინი – ისე ჩანდა, რომ მას მოედანზე ყველაფრის გაკეთება შეეძლო“.