ორი ქართველი ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურში
ორი ქართველი ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურში

გამოცემა „სპორტსმა“ ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია დაასახელა, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა – ჯაბა კანკავა კოსტანაისტობოლიდან“ და გუჯა ლობჯანიძე – „კაისერიდან“.

„ცენტრალურმა ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ (ტობოლი), როგორც ყოველთვის, ჩინებულად ითამაშა მოედნის ცენტრში, მოწინააღმდეგე გუნდის შეტევების ორგანიზების მცდელობებს ძირშივე კლავდა. ცდილობდა, გუნდს ყველგან დახმარებოდა“, – ასე დაასაბუთა გამოცემამ 11 რჩეული მოთამაშეს შორის საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის დასახელება.

რაც შეეხება „კისარისთავადმსხმელ გუჯა ლობჯანიძეს, მასზე „სპორტსი“ წერს:

„ქართველმა ფორვარდმა ყველაფერი გააკეთა, რასაც მისი როლის მოთამაშე უნდა აკეთებდეს – იგი იბრძოდა მეტოქის საჯარიმოში, სულ შანსებს ეძებდა, კარში ბევრჯერ დაარტყა და გაიტანა. შეიძლებოდა, მეტიც გაეტანა“.