ორი ქართველი უნგრულ სიმბოლურში
ორი ქართველი უნგრულ სიმბოლურში

უნგრულმა პორტალმა csakfoci.hu-მა უნგრეთის ჩემპიონატის 28-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა – ლაშა დვალი და მურთაზ დაუშვილი.

დვალის „ფერენცვაროშმა“ გასვლაზე „მეზოკევეშდი“ 2:1 დაამარცხა, ანგარიში კი საქართველოს ნაკრების მცველმა გაათანაბრა და გუნდს საჩემპიონო ბრძოლაში დაეხმარა. დაუშვილის „ჰალადაშმა“ კი „მტკ ბუდაპეშტს“ 1:0 სძლია და ლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს.

უნგრულმა გამოცემამ მათი დასახელება ასე დაასაბუთა:

ლაშა დვალი („ფერენცვაროში“)

ქართველი მცველი კარგად გამოიყურებოდა. ამჯერად მან საშუალოზე მაღალი დონის ფეხბურთი აჩვენა და მოწინააღმდეგის კართან ისევ საშიში აღმოჩნდა. მისი გადაცემების 92 პროცენტი ზუსტი იყო, ხოლო მეორე ნახევრის დასაწყისში მეტოქის კარი აიღო.

მურთაზ დაუშვილი („ჰალადაში“)

მან ძალიან ბევრი იბრძოლა, დაუშვილის მიერ მოგებული ორთაბრძოლების პროცენტული მაჩვენებელი კი ძალიან დიდია. ამავე დროს, არ დარჩენილა მოედნის ნაწილი, სადაც ქართველს არ უბრძოლია.