ორი ქართველი „როტორში“ - მიქელთაძის და ყიფიანის ახალი ვარიანტი
ორი ქართველი „როტორში“ - მიქელთაძის და ყიფიანის ახალი ვარიანტი

ორი ქართველი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ვოლგოგრადის „როტორში“ ჩაირიცხება – ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

საუბარია ყაზანის „რუბინიდან“ წასულ ქართველებზე, ბექა მიქელთაძესა და ნიკა ყიფიანზე. ორივე 22 წლისაა და ორივემ ყაზანური გუნდი თურქული შეკრების დროს დატოვა.

ვოლგოგრადის „როტორი“ რუსეთის რანგით მეორე ლიგის ლიდერია და პრემიერლიგაში გადასვლა სურს. გუნდის მთავარი მწვრთნელი ბელარუსის ნაკრებისა და კიევის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ ხაცკევიჩია.

რუსული გამოცემების ცნობით, ვოლგოგრადის „როტორი“ მეორე შეკრებაზე ექვს პოტენციურ ახალწვეულთან ერთად გაემგზავრა, ზოგიერთმა მათგანმა კი კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. არიან თუ მათ შორის ქართველები, ეს არ კონკრეტდება.