ორი ქართველი პოლონეთის სიმბოლურში
ორი ქართველი პოლონეთის სიმბოლურში

ლუკა ზარანდია და ლაშა დვალი საქართველოს ნაკრებში კარგ განწყობით მოდიან – ორივე მათგანი პოლონეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა -„ლოტო ექსტრაკლასამ“ (სპონსორის სახელია) მე-11 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.

ლაშა დვალზე უკვე ვწერდით, რომ ის პოლონურმა სპორტულმა გამოცემა „pilkanozna“ დაასახელა. მაგრამ გაცილებით პრესტიჟული და საამაყო ჩემპიონატის ოფიციალური გვერდის აღიარებაა. ის ტურის საუკეთესო მოთამაშეებს შორის „ლოტო ექსტრაკლასამ“ პირველად შეიყვანა. საქართველოს ნაკრებისა და შჩეცინის „პოგონის“ 23 წლის მცველს, კრაკოვის „ვისლასთან“ დამაჯერებელ გამარჯვებაში (4:0) მშვენიერი თამაში დაუფასეს.

ზარანდიას გდინიას „არკამ“ კი „ზაგლებიე“ 3:1 დაამარცხა. საქართველსო ნაკრებში პირველად გამოძახებულმა 22 წლის თავდამსხმელმა, საგოლე გადაცემა გააკეთა და მეტოქეს პრობლემები კიდევ არაერთხელ შეუქმნა. პოლონეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა ზარანდია ტურის რჩეულებში მესამედ დაასახელა.