ორი ქართველი, ორი ლეგიონერი - „ლოკომოტივმა“ ოთხი ახალწვეული წარადგინა #1TVSPORT
ორი ქართველი, ორი ლეგიონერი - „ლოკომოტივმა“ ოთხი ახალწვეული წარადგინა #1TVSPORT

თბილისის „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის განახლებამდე ოთხი მოთამაშე დაიმატა – ინფორმაციას კლუბსი პრესსამსახური ავრცელებს.

გუნდში კახა კახაბრიშვილი და ბიძინა მახარობლიძე ითამაშებენ. თბილისის „ლოკომოტივსა“ და ფეხბურთელებს შორის ხელშეკრულება 2023 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ამას გარდა, თბილისელებმა ორი ლეგიონერიც დაიმატეს – ლიბან აბდულაჰი და ფაბიან დერიკ კიზიტო. 26 წლის საყრდენ ნახევარმცველს, ლიბან აბდულაჰის სომალის მოქალაქეობა აქვს და ეროვნულ გუნდში ორი მატჩი ითამაშა. გამოდიოდა ნიდერლანდების, შვედეთისა და ისლანდიის კლუბებში.

32 წლის კიზიტო ცენტრფორვარდია. ნიდერლანდურის გარდა, მშობლიური უგანდის პასპორტი აქვს და ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მატჩიც აქვს ჩატარებული. კარიერა „ფიორენტინას“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, მაგრამ შემდეგ ნიდერლანდებისა და შვედეთის გუნდებში გამოდიოდა.

„ლოკომოტივი“ სეზონს 6 აგვისტოს განაახლებს – საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16 ფინალში, თბილისის „ვიტ-ჯორჯიას“ დაუპირისპირდება.