ორი ქართველი ფინალში (ვიდეო)
ორი ქართველი ფინალში (ვიდეო)

ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე 23 წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, გივი მაჭარაშვილმა (97 კგ) და ნიკა კენჭაძემ (79 კგ) ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

მაჭარაშვილმა ირანელი ალი ხალილ შაბანიბენგარი დაამარცხა, კენჭაძემ კი იაპონელი იაჯურო იამასაკი.

ფინალური შეხვედრები ხვალ 20.00 საათიდან დაიწყება. მაჭარაშვილი ამერიკელ კოლინ მურს შეხვდება, კენჭაძე კი რუსეთის წარმომადგენელ გაჯი ნაბიევს.

დატოვე კომენტარი