ორი ქართველი ფეხბურთელი სომხეთში - „ვანმა“ კახაბრიშვილი და გვაზავა დაიმატა #1TVSPORT
ორი ქართველი ფეხბურთელი სომხეთში - „ვანმა“ კახაბრიშვილი და გვაზავა დაიმატა #1TVSPORT

სომხეთის პრემიერლიგის „ვანს“ ორი ქართველი მოთამაშე შეურთდა – ამის შესახებ ინფრომაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ორივე ქართველი ფეხბურთელი ნახევარმცველია და ორივე გამოცდილია. 28 წლის გარემარბი კახა კახაბრიშვილი „ვანს“ თბილისის „ლოკომოტივიდან“ შეუერთდა. მანამდე კი ის „ვიტ ჯორჯიაში“, „ცხინვალსა“ და ბოლნისის „სიონში“ თამაშობდა. კახაბრიშვილისთვის ეს პირველი საერთაშორისო გამოცდილება იქნება.

„ვანში“ გადასული 29 წლის ნახევარმცველი შოთა გვაზავა ეროვნულ ლიგაში დიდხანს თამაშობდა – „დინამოს“ გაზრდილს უთამაშია სტუ-ში (თბილისი), „ზუგდიდში“, მარტვილის „მერანში“,ზუგდიდის „ოდიში 1919“-ში, თბილისის „შევარდენი 1906“-ში, საჩხერეს „ჩიხურაში“. 2019 წელს ბულგარეთის სტარა ზაგორასვერეიაშიც“ გამოდიოდა. მისი ბოლო კლუბი ბელარუსის უმაღლესი ლიგის „სლუცკი“ იყო.