ორი ქართული ოქრო ვეტერან ძიუდოისტთა ტურნირზე
ესპანეთის ქალაქ ლას პალმასში მიმდინარე ვეტერან ძიუდოსტთა ევროპის ჩემპიონატზე ალექსი დავითაშვილმა და ვანო გიგილაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, მესამე საპრიზო ადგილებზე კი გოჩა ბერაძე და დავით თვალიაშვილი გავიდნენ.
მძიმე წონით კატეგორიაში ქართველმა გოლიათმა ჩემპიონატის სტარტზე უკრაინელ ოლექსი ოვჩარენკოს ვადაზე ადრე 2 ვაზარით მოუგო. დავითაშვილმა მეორე წრეში მასპინძელი ხორხე ალექსის სილვა გონსალესი იპონით დაამარცხა. 1/2 ფინალში კი ალექსი დავითაშვილმა გერმანელ თომას ფრესის სძლია.ფინალში დავითაშვილის მოწინააღმდეგე რუსი გრიგორი კარიანცი იყო. ქართველმა ძიუდოისტმა რუს მეტოქეს ვაზარით სძლია.
ევროპის ჩემპიონატზე მეორე ოქროს მედალი -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვანო გიგილაშვილმა დაისაკუთრა.
გიგილაშვილმა ალექსი დავითაშვილის მსგავსად ფინალში რუსეთის წარმომადგენლის იური პინეგინის წინააღმდეგ იჭიდავა და მეტოქეს იპონით სძლია.
ესპანეთში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ბრინჯაოს მედლები 90 კგ-ში გოჩა ბერაძემ და 60 კგ-ში დავით თვალიაშვილმა მოიპოვეს.