ორი ქართული გოლი სლოვაკეთის თასზე [ვიდეო] #1TVSPORT

ტრნავის „სპარტაკმა“, რომელშიც ლუკა ხორხელი და გიორგი მოისწრაფიშვილი თამაშობენ, სლოვაკეთის თასზე „ბელუხა“ 4:0 დაამარცხა. ხორხელმა სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდს მიზნის მიღწევაში დაეხმარა.

თასის 1/32-ფინალური შეხვედრა „სპარტაკმა“ გასვლაზე ჩაატარა. ქართველმა ნახევარმცველმა, რომელმაც გუნდში ჯერ მხოლოდ მეორედ ითამაშა, თავი 48-ე წუთზე გამოიჩინა – ფლანგური გადაცემა ეფექტური თავური დარტყმით დააგვირგვინა და გუნდი 2:0 დააწინაურა.

გიორგი გაგუას და ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედამ“ ასევე გასვლაზე დაბალი ლიგის „გაბციკოვოსთან“ ითამაშა და 1:0 სძლია. აქაც თავი ქართველმა ლეგიონერმა გამოიჩინა. ერთადერთი გოლი საქართველოს ნაკრების კანდიდატმა გიორგი გაგუამ მე-13 წუთზე გაიტანა.

შემდეგ ეტაპზე გავიდა სანდრო ნარიმანიძისჟილინაც“, რომელმაც „ზუბროჰლავას“ 8:0 სძლია.

გურამ კაშიას „სლოვანი“ 5 ოქტომბერს „პიესტანს“ ესტუმრება, ხოლო თორნიკე ძოწენიძის „მიხალოვცე“ 8 ოქტომბერს „სნინას“ დაუპირისპირდება.