ორი ქართული დუბლი უნგრეთის თასზე - სამი ქართველი შემდეგ ეტაპზე (ვიდეო)
ორი ქართული დუბლი უნგრეთის თასზე - სამი ქართველი შემდეგ ეტაპზე (ვიდეო)

უნგრეთში თასის 1/32-ფინალური შეხვედრები გაიმართა, რომელიც ქართველებისთვის წარმატებულიც გამოდგა და შედეგიანიც.

ფეჰერვარი“, სადაც ბუდუ ზივზივაძე თამაშობს, „გარდონს“ ესტუმრა და 4:1 სძლია. ზივზივაძემ კარგი თამაში ჩაატარა და დუბლი გაიფორმა. მან პირველად თავი 30-ე წუთზე გამოიჩინა, მეორედ კი – 63-ზე. 26 წლის ქართველ თავადამსხმელს ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მე-20 წუთზე მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ვერ გაიტანა – ბურთი მეკარემ მოიგერია. 78-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:3 იყო, ზივზივაძე შეცვალეს. ამის შემდეგ „ფეჰერვარმა“ მეტოქის კარი კიდევ ერთხელ აიღო – გოლი ბობან ნიკოლიჩმა გაიტანა, რომელიც ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ნახევარმცველია.

შემდეგ ეტაპზეა გიორგი ბერიძის „უიპეშტიც“, რომელმაც „დუნაივაროში“ 6:0 გაანადგურა. 23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და დუბლთან ერთად საგოლე გადაცემაც ჩაიწერა. გიორგიმ ანგარიში მე-5 წუთზე საჯარიმო დარტყმით გახსნა, 52-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასვლის შემდეგ მეტოქის კარი მეორედ აიღო. 54-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ მეხუთე გოლი გავიდა.

ასევე სტუმრად გაიმარჯვა ლუკა ლაკვეხელიანისმეზოკოვეშდმა“, რომელიც „დიონდიოშს“ ესტუმრა და 4:1 სძლია. 22 წლის ქართველი მცველი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო.