ორი ოვერტაიმი ვალენსიაში - ცსკა-მ შენგელიას გარეშე დრამატულ ბრძოლაში წააგო [ვიდეო]

საკალათბურთო ევროლიგაზე 24-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. მოსკოვის ცსკა თორნიკე შენგელიას გარეშე სტუმრად „ვალენსიას“ დაუპირისპირდა და მეტოქესთან დრამატულ ბრძოლაში ანგარიშით 105:103 დამარცხდა. გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო.

შენგელიას არყოფნაში რუსულ გრანდში ყველაზე შედეგიანი 37 ქულით მაიკ ჯეიმსი გამოდგა. 19 ქულით დაასრულა შეხვედრა იოჰანეს ვიოტმანმა. 17 ქულა ჰქონდა ნიკიტა კურბანოვს.

„ვალენსიას“ რიგებში 22-22 ქულა მიითვალეს კლემენ პრეპელიჩმა და ნიკოლა კალინიჩმა. 17 ქულა დააგროვა მარტინ ჰერმანსონმა.