ორი ოქროს მოლოდინში - თუშიშვილი და მაისურაძე ანტალიის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT
ორი ოქროს მოლოდინში - თუშიშვილი და მაისურაძე ანტალიის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

თურქეთში მიმდინარე ანტალიის გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს მედლების მოსაპოვებლად ექვსი ქართველი – ბექა ღვინიაშვილი, ლუკა მაისურაძე (ორივე -90 კგ.), ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი (100 კგ.), გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) გამოვიდნენ. მათგან ტურნირზე წარმატებულად ლუკა მაისურაძე და გურამ თუშიშვილი ასპარეზობენ. ორივე ქართველი ძიუდოისტი ანტალიის გრანდ სლემის ფინალშია.

ლუკა მაისურაძემ ნახევარფინალში ნიდერლანდელი ჯესპერ სმინკი ორი ვაზარით დაამარცხა.

 

მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა კი ფინალში გასასვლელად ფრანგ ჯოზეფ ტენეს 19 წამში სძლია.

 

მაისურაძე ოქროს მედლისთვის კუბელ სილვა მორალესს ან ბრაზილიელ მაჩედოს შეხვდება, გურამი კი პირველი ადგილისთვის უზბეკ იუსუპოვთან იჭიდავებს.

ონისე სანებლიძე მეოთხედფინალში პორტუგალიელ მსოფლიო ჩემპიონთან ფონსეკასთან დამარცხდა და რეპეშაჟში აგრძელებს ბრინჯაოსთვის მედლისთვის ბრძოლას.

დღეს ანტალიის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ,რომ თურქეთის ტურნირზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალია.