ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო ფორტ ვეინის გრანპრიდან | პარაძიუდო
ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო ფორტ ვეინის გრანპრიდან | პარაძიუდო

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები აშშ-ის ფორტ ვეინის (ინდიანაპოლისი) გრანპრის გათამაშებიდან სამი მედლით ბრუნდება.

ზვიად გოგოჭური – 100 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მფლობელი გახდა. ქართველმა ფალავანმა ფინალში ბრიტანელი სკელ ქრისტოფერი დაამარცხა და კიდევ ერთხელ მოუტანა ქვეყანას გამარჯვება.

ოქროს მფლობელი გახდა რევაზ ჩიკოიძეც, რომელმაც +100 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და ორგზის ჩემპიონ კორეელ მოწინააღმდეგეს – ჩიო გვანგ გიუნს სძლია.

პარაძიუდოისტი გიორგი გამჯაშვილი 66 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

აშშ-ში მიმდინარე გრანპრი, 2020 წლის ტოკიოს პარალიმპიური თამაშების საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტურნირი გახლავთ, რომელიც საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა.

ნაკრები საქართველოში 6 ივლისს ბრუნდება.

წყარო – საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი

დატოვე კომენტარი