ორი მილიონი გიორგი არაბიძის ტრანსფერში - ქართველს თურქეთში იწვევენ
ორი მილიონი გიორგი არაბიძის ტრანსფერში - ქართველს თურქეთში იწვევენ

გიორგი არაბიძის დამატება თურქეთის მეორე დივიზიონის „ადანასპორს“ სურს – პორტუგალიური „ნასიონალის“ 21 წლის მოთამაშის შესახებ გავრცელებული ცნობა საქართველოს პირველ არხს ფეხბურთელის ოჯახმა დაუდასტურა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კანდიდატს თურქეთში იჯარით გადასვლა სეზონის ბოლომდე შესთავაზეს, რის შემდეგაც „ადანასპორს“ არაბიძის ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებას მიიღებს.

21 წლის ქართველ ფეხბურთელს ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია, მაგრამ ინტერესი არის და გიორგი მოლაპარაკების დასრულებას ელოდება. პორტუგალიელები არაბიძის ტრანსფერში ორ მილიონ ევროს ითხოვენ, რაც უთამაშებელ ფეხბურთელში დიდი თანხაა. ერთადერთი კლუბი, რომელმაც ამის მიუხედავად „ნასიონალთან“ მოლაპარაკება ისურვა, სწორედ „ადანასპორია“.

დატოვე კომენტარი